ამერიკულმა ტელეარხმა “ფოქსმა”, მოძალადის ნაცვლად, მაყურებელს ბარაკ ობამას ფოტო უჩვენა – ვიდეო

ამერიკული ტელეარხის “ფოქსის” საინფორმაციო გამოშვებაში, ერთ-ერთი რეპორტაჟის დროს, მოძალადეზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ფოტო გამოჩნდა. მაშინ, როდესაც საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა კეტრინ ბეიდი სან – დიეგოს უნივერისტეტის ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას გაუპატიურების შესახებ საუბრობდა, გადაცემის პროდიუსერებმა გოგონას, მოძალადის ნაცვლად, მაყურებელს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სურათი უჩვენეს. კადრის ჩვენების ხანგრძლივობა 5 წამი იყო. ტელეარხის შეცდომას სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრ სახლს რედაქციის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Cuhxk9rHNHQ[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები