როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს – სხეულის ენა

ქალებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ჟესტები:
თავის მკვეთრი მოძრაობა. მაგალითად, თმის სახიდან მოსაშორებლად ან თმის მხრებიდან ზურგზე გადასაყრელად. ამ მოძრაობას ინსტინქტურად მოკლეთმიანი ქალებიც კი აკეთებენ;
სიარულის დროს ზურგი გამართულია, მკერდი გამოწეულია წინ, ხოლო თეძოები რითმულად ირხევა;
ჯდომის დროს ფეხების ნელი გადაჯვარედინება და შემდეგ მათი გამართვა;
ოდნავ გაშლილი ფეხები, მიუხედავად ქალის პოზიციისა (მდგომარე, ან მჯდომარე);
ფეხსაცმლის ქანაობა ფეხის წვერებზე ნიშნავს იმას, რომ ქალი მამაკაცის გარემოცვაში კომფორტულად გრძნობს თავს. ამ მოძრაობის დროს ფეხსაცმლის წვერი მიმართულია იმ მამაკაცისკენ, რომლის მიმართაც ქალს ინტერესი გაუჩნდა;
გამართული მკერდი;
ინტიმური მზერა. ასევე, შეპარული, ღიმილიანი მზერა;
ოდნავ ღიმილი, შემდეგ თვალების დახრა და სხვა მხარეს ყურება;
ოდნავ გაღებული პირი, შესველებული ტუჩები;
ჩუმი, დაბალი ხმის ტემბრი;
ცილინდრული ფორმის საგნის ხელში ტრიალი (სიგარეტი, ჭიქის ფეხი);
როდესაც ქალს მოსწონს მამაკაცი, ის ცდილობს, მასთან უფრო ახლოს დაჯდეს, ვიდრე – სხვებთან;
მასთან საუბრის დროს ის უფრო მეტად იხრება წინ, ვიდრე – მამაკაცი;
მამაკაცის თანდასწრებით სარკეში საკუთარი თავის თვალიერება: შემობრუნება ან მზერა გვერდიდან, სარკის წინ ტრიალი მაშინაც კი, როდესაც ის ტელეფონით საუბრობს;
მამაკაცის თანდასწრებით ტუჩსაცხის დემონსტრაციულად წასმა;
როდესაც ქალი ზის მამაკაცის მოპირდაპირე მხარეს და უყურებს მას პირდაპირ თვალებში, ეს ასევე მიუთითებს მის ინტერესზე;
მაჯის დემონსტრაცია. ქალი, რომელიც დაინტერესებულია პოტენციური სექსუალური პარტნიორით, დროგამოშვებით აჩვენებს თავის მაჯას.
როდესაც ქალები გრძნობენ მამაკაცის მზერას, ისინი აკეთებენ ხელით მოძრაობას. მაგალითად, ისწორებენ ვარცხნილობას, ტანსაცმელს ან უბრალოდ ეხებიან თმას.
მამაკაცებისთვის დამახასიათებელი შემდეგი ჟესტები:
ფეხები განზე აქვთ გაშლილი;
მზერა არ ჩერდება სახეზე, იგი ქალის მთელს სხეულზე მოძრაობს;
ხელის გულები უწყვიათ ბარძაყებზე;
ცერა თითები უდევთ ქამარში ან ისინი პიჯაკის, შარვლის ან ქურთუკის ჯიბიდან მოჩანს;
ხელით ისწორებენ თმებს, ჰალსტუხს, პერანგის საყელოს, ან უბრალოდ ეხებიან ყელს;
ქალის გამოჩენისას იშლებიან მხრებში;
ქვედა ყბა მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ;
სასმელს ურევენ ღონივრად და მთელი ხელით;
დადიან წინ და უკან;
ჯდომის დროს ფეხები გამოწეული აქვთ წინ.

კომენტარები

სხვა სიახლეები