როგორ გახდე ბედნიერი მაკიაჟის დახმარებით: 5 რჩევა Bobbi Brown-ის ვიზაჟისტისგან

კოსმეტიკური ბრენდის Bobbi Brown-ის არტ-დირექტორმა ედუარდო ფერეირამ იცის 5 საიდუმლო, როგორ გახდეთ ბედნიერი მაკიაჟის დახმარებით.
1. მაკიაჟი – ეს სამხიარულოა
არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მაკიაჟი  – ეს საშუალებაა გაილამაზო თავი, და არა შენი ვალდებულება. თუ გინდა წაისვა წითელი პომადა დილის 9 საათზე, გააკეთე ეს. მაკიაჟი არა ვალდებულებაა, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაა.
2. ხშირად გაიღიმე
ღიმილი ყოველთვის კარგად ახერხებს აწეული ლოყების მოხაზვას, და თუ მათზე დაიტან ვარდისფერ ფერუმარილს, ეს შესანიშნავად ანათებს სახეს“.
3. სწორი ტონი
არასწორი ფერის ტონალური კრემი – ცუდი მაკიაჟის საწინდარია. იმისათვის, რომ გაიგო რომელი მაკიაჟი გიხდება – დატესტე ის მაღაზიაში ყელზე, და არა ხელზე.
4. უთხარი ნაკლოვანებებს „არა“
არა, შენ ლამაზი ცხვირი გაქვს. დიახ, ეს პომადა შენ გიხდება. არ ღირს ნაკლოვანებების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არიან.
5. თვალი ადევნე ტრენდებს
„მე ბევრს ვმუშაობ ბექსთეიჯებზე და შევამჩნიე ასეთი რამ: მთელი მაკიაჟი დაფუძნებულია მბზინვარე ჯანმრთელ კანზე“. ამიტომაც Bobbi Brown-ის ვიზაჟისტები დროის უდიდეს ნაწილს უთმობენ კანის გაწმენდას, დატენიანებას, კვებას – და მხოლოდ შემდეგ უშუალოდ მაკიაჟს.

წყარო: http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები