ჩინური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომლებსაც 2017 წელს ძალიან გაუმართლებთ

როგორც იცით, ჩინური კალენდრის მიხედვით არსებობს 12 ნიშანი, რომლებიც კონკრეტულ ცხოველებთანაა დაკავშირებული.
ასტროლოგების ცნობით იაპონური კალენდრის მიხედვით, დიდი ბედნიერებისთვის 3 ნიშანი უნდა მოემზადოს:
ვირთხა, ხარი და დრაკონი
ექსპერტი ჯონსონ ჩუას თქმით, მამლის წელიწადში ყველაზე მეტად სწორედ ამ ნიშნებს გაუმართლებთ.
განსაკუთრებით ბიზნესში, ფულსა და კარიერულ საკითხებში. დამდეგი, წითელი მამლის წელიწადი ასევე დაუჯერებლად წარმატებული იქნება მედიასა და კვების ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის.
რაც შეეხება “ბედნიერების ფერებს”, 2017 წელი ამ მხრივაც უნიკალურია, რადგან მოდის მიმდივრებს შეუძლიათ ნებისმიერი ფერის სამოსი ატარონ – მამლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
თუმცა, თუ ფერები თქვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, არჩევანი ყვითელზე, წითელსა და ლურჯზე შეაჩერეთ – ეს წარმატების, გამართლებისა და დადებითი ენერგიის მომტანი ტრადიციული ფერებია.
ჩინური ასტროლოგიის იმ ნიშნებს, რომლებსაც ამ წელს განსაკუთრებული არაფერი ელით, ჩუა ურჩევს სპეციალური, დამცავი ქვები ატარონ, რაც ფსიქიური გადატვირთვისგან დაიცავს.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები