როგორ გამოიყურებიან პატარა ბიჭები ორთოპედიული ჩაფხუტებით (ფოტოკოლაჟი​)

ბავშვების თავის ქალის დეფორმაცია -კაცობრიობის დიდი პრობლემაა, თუმცა მის შესახებ ბევრმა არც კი იცის.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მედიკოსები ხშირად ჩვილებს ორთოპედიულ ჩაფხუტს უკეთებენ. მოდელ კრის ტაიგენის პატარა ბიჭუნას სწორედ აღნიშნული პრობლემა აღმოაჩნდა. მოდელმა „ინსტაგრამზე” ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მყისვე უამრავი მოწონება მოჰყვა და სოც. ქსელის მომხმარებლებმა მას თანადგომა გამოუცხადეს. ფოტოზე ბავშვს თავზე სწორედ ასეთი ორთოპედიული ჩაფხუტი უკეთია. ის მისი თავის ქალის კორექციისთვის არის განკუთვნილი.
სოციალურ ქსელში დაიწყო ერთგვარი კამპანია კრის ტაიგენის მხარდასაჭერად – მომხმარებლებმა უამრავი ფოტო ატვირთეს, სადაც მათ ბავშვებსაც მსგავსი ჩაფხუტები უკეთიათ, მათ შორის ძალიან მხიარულად და სასაცილოდ გაფორმებულები.
ამ ფოტოების ნახვისას ღიმილის შეკავება ნამდვილად შეუძლებელი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები