არჩევანი საყვარელ ქალსა და ჯერ არ დაბადებულ შვილს შორის

აშშ-ს შტატ კოლორადოს მკვიდრმა ჟურნალისტებს თავისი სევდიანი ისტორია უამბო.
ფრედერიკ და კეივონ კონები საოცრად ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მალე მათ გოგონა ეყოლებოდათ. მაგრამ ის დღე, რომელიც მათთვის ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ტრაგედიად იქცა. კეივონს სისხლდენა დაეწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სახლში იყო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.
როდესაც ექიმებმა მისი გამოკვლევა დაასრულეს, ფრედერიკი მძიმე არჩევნის წინაშე დააყენეს – ან კეივონისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, ან შვილი გადაერჩინათ, რა შემთხვევაშიც, მისი საყვარელი ქალი, შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყო.
ფრედერიკმა არჩევანი შვილის სასარგებლოდ გააკეთა. სამწუხაროდ, კეივონის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მან კიდევ რამდენიმე დღე იცოცხლა და ახალდაბადებული შვილის ფოტოების ნახვა მოასწრო. გოგონას დედის პატივსაცემად ანჟელიკა კეივონ კონი დაარქვეს.
„მისმა გულმა ვერ გაუძლო, ის ჯერ კიდევ იქამდე დაიღუპა, სანამ ოპერაციას გაუკეთებდნენ. მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მე რომ კეივონი ამერჩია, ამას ცხოვრების ბოლომდე არ მაპატიებდა“,-ამბობს ფრედერიკი.
ახლა პატარა ანჟელიკა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვილმა წონაში მოიმატოს. ფრედერიკი ამ ყველაფრის შემდეგ ვალებში ჩაეფლო. მისმა მეგობრებმა კი საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს, რათა მას ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაში დახმარებოდნენ.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები