რატომ დაიდგა რქები დევიდ ბექჰემმა ( ფოტო,ვიდეო)

25 დეკემბერს ევროპულ ქვეყნებში შობას ზეიმობენ. ამასთან დაკავშირებით კი სოციალური ქსელები ცნობილი პერსონების სადღესასწაულო და მხიარულმა ფოტოსურათებმა მოიცვა. მათ შორისაა სპორტსმენების მრავალფეროვანი ფოტოსესიებიც. ერთგვარ “ჩელენჯს” დევიდ ბექჰემიც არ გამოკლდა და მხიარული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სანტას ირმის, რუდოლფის რქები უკეთია.
პორტუგალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შობა ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. მანაც და მისი ოჯახის ყველა წევრმა სანტას ქუდები მოირგეს. მადრიდის „რეალმა“ თავისი მოთამაშეების ვიდეო მილოცვა გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში მონაწილეობა სერხიო რამოსმა, გარეტ ბეილი,, ლუკა მოდრიჩიმ და სხვა ესპანელმა ვარსკვლავებმა მიიღეს.
ესპანელი ფეხბურთელის დავიდ ვილიას ოჯახის წევრებმა ერთნაირი ზოლიანი კოსტიუმები ჩაიცვეს.
„ფორმულა 1“-ის მრბოლემა ვალტერი ბოტასმა კი სანტას ქუდი თავის დალმატინელს ჩამოაცვა.
„მე იშვიათად ვწვები დასაძინებლად 12 საათის შემდეგ, მაგრამ ახლა ხომ შობაა! მალე შევხვდებით, სანტა“-დაწერა „ინსტაგრამში“ ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ.
კიდევ ერთი ცნობილი ჩოგბურთელი, სერბი ანა ივანოვიჩი, რომელმაც წელს ბასტიან შვაინშტაიგერისგან შვილი გააჩინა, თოვლში და ნაძვის ხეებთან გადაღებული ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.

https://www.youtube.com/watch?v=C4_Sru-UaBo&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები