როგორია საზოგადოების აგრესია ბათუმელ ბიჭზე, რომელმაც “ვალენტინობაზე” სამი გოგო მოატყუა

“შარშან ვალენტინობაზე ერთდროულად 3 გოგოს ვაჩუქე საჩუქარი და ყველას მისი თავი ერთადერთი ეგონა”, – ამ აღწერით აქვეყნებს ბათუმელი ბიჭის ფოტოს „ფეისბუქგვერდი“ „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“.
ბიჭი, რომელმაც „ვალენტინობას“ სამი გოგო მოატყუა, საზოგადოებამ აგრესიის გარეშე არ დატოვა.
„ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც ჰგონია ამ ყველაფერს თუ აფიშირებას გაუკეთებს, მაგარი ტიპი გამოვა 🙂 ღირსი ხარ ახლა სამივე კითხულობდეს“.
„მოატყუა ერთიი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე…დარტყმაააა!!! ავტოგოლი :დდ ამოწყდით ასეთებიიი! :დ“
„იქნებადა იმ გოგოსთვის არ ხარ ერთადერთი. საიდან საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა? ბათუმელები ყოფილხართ აფერისტები და მეგრელებს რას გვერჩით ხალხნო, რას?!“
„და ამიტომაც ხარ წელს მარტო? ეს სახეზე შეყინული ღიმილი წლევანდელია, თუ შარშანდელი?“
„მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც მათთვის იყავი პირველი და ერთადერთი“
„შენ გადაყარე საჩუქრებში ფული. რა გიხარია?“
„სამჯერ გატყავებულხარ“
„არ გრცხვენია, რომ შენს გამო ორმა ბიჭმა ვალენტინობას საჩუქარი ვერავის უყიდა? (((„
„შარშან ძმაო ვალუტის კურსი დაბალი იყო და აჩუქებდი აბა რას იზამდი“
„ჭკვიანმა ქალმა იცის, როდის უნდა იყოს სულელი“
„წახვალ სამოგზაუროდ გემზე და სამივე გათხოვილი დაგხვდება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები