რა სიმპტომებით ამოვიცნოთ ინფარქტი ერთი თვით ადრე

იცით, რომ თანამედროვე სამყაროში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფარქტი გახდა?

ქრონიკული გამოუძინებლობა, არაჯანსაღი საკვები, მავნე ჩვევები ინფარქტის გახშირების მიზეზია. არ მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ და არც ნერიულობის შემცირებაზე. გაგაცნობთ სიმპტომებს, რასაც შეიძლება ინფარქტი მოჰყვეს.

1. გადაღლილობა
როცა არტერია იკუმშება, გულს ნაკლები სისხლი მიეწოდება, რაც ართულებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამის პირველი სიმპტომი მუდმივი დაღლილობისა და უძილობის შეგრძნებაა.

2. არასწორი სუნთქვა
თუ გული სისხლის არასაკმარის რაოდენობას იღებს, ფილტვები ჟანგბადით არასათანადოდ მარაგდება. ეს ორი სისტემა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ საკუთარ თავს არათანაბარი სუნთქვა შეამჩნიეთ, სასწრაფოდ ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე.

3. სისუსტე
თუ მთელ სხეულში გრძნობთ სისუსტეს, არტერიები სისხლით არასაკმარისად მარაგდება. კუნთოვანი მასა ვერ ღებულობს საკმარის ჟანგბადსა და სასარგებლო ნივთიერებებს. თუ უმიზეზო სისუსტე დიდი ხანია შეამჩნიეთ საკუთარ თავს, სასწრაფოდ გაესინჯეთ კარდიოლოგს.

4. თავბრუსხვევა და ცივი ოფლი
თუ ხშირად გასხამთ ცივი ოფლი და თავბრუსხვევით იტანჯებით, ამ სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

5. სიმძიმე გულმკერდის არეში
არც ამ სიმპტომის იგნორირება მიგიყვანთ კარგ შედეგამდე. გულთან ხუმრობა არ შეიძლება, გაესინჯეთ კარდიოლოგს.

6. გაციების სინდრომი
ინფარქტზე შეიძლება მიუთითებდეს მოულოდნელად გაციება ან გრიპის სიმპტომები. პაციენტები იხსენებენ, გულის შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე აციებდათ და გაციების შეგრძნება ჰქონდათ.

როგორ უნდა მოიქცეთ  თუ მსგავსი სიმპტომები თავად ან თქვენს ახლობელს აღენიშნება, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ექიმს. რაც უფრო ადრე იზრუნებთ გულის ჯანმრთელობაზე, მით უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები