8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის პირველი ნახევარი საქმეებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს დაუთმეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

კურო
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მოთოკეთ ემოციები. გააუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, მაგრამ ავანტიურას მოერიდეთ.

ტყუპი
დღეს საწინააღმდეგო სქესისგან გადამეტებულ ყურადღება იგრძნობთ. ნუ ჩაიციკლებით სამსახურის საქმეებზე, დაისვენეთ, იმოგზაურეთ. ცვლილებები შეიტანეთ ცხოვრებაში.

კირჩხიბი
მოერიდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან და ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, თქვენს პირადში არავინ ჩაახედოთ.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ ოჯახური ცხოვრება. ბინისთვის რაიმეს შეძენის, განახლების სურვილი გაგიჩნდებათ და გადაწყვეტილებები მეუღლესთან შეთანხმებით მიიღეთ.

ქალწული
დღეს თქვენი საქმიანობა სათანადოდ დაფასდება. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება პარტნიორებთან და კოლეგებთან. მოერიდეთ ვალის აღებას.
სასწორი
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტლების მიღებას და ახალი საქმეების დაწყებას. აგრეთვე, ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანის დაწყება ელით. ზოგიც დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდება და ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს.

მშვილდოსანი
დასვენების დღის ოჯახში გატარების სურვილი არ გექნებათ. შეეხმიანეთ მეგობრებს; მივიწყებულ ნაცნობებს გაახსენეთ თავი და მაქსიმალურად გამხიარულდით.

თხის რქა

დღეს ახლობელი ადამიანების გარეშე ვერ გაძლებთ. გჭირდებათ მეგობარი, ვინც რთულ მომენტში გვერდით დაგიდგებათ. დაგეხმარებათ და განუგეშებთ.

მერწყული
დღევანდელი დღე ჯანმრთელობას უნდა დაუთმოთ. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ივარჯიშეთ. კარგი ცურვა და საუნა.

თევზები
სამსახურის საქმეების მიმართ ზერელე დამოკიდებულება ნუ გექნებათ. გადაწყვეტილებები – სამსახურებრივიც და პირადიც – პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღეთ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები