„მოგვთხოვეს პუტინის ტრანსფარანტი აგვეღო“ – რა მოხდა „მაჭახელაში” (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი „თავისუფლების მოედანზე“ მდებარე “მაჭახელა- სამიკიტნოში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, რესტორნის ადმინისტრაციამ რამდენიმე მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ რესტორანში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ მივიდა, ვლადიმერ პუტინის ფოტოს მაგიდიდან აღება მოსთხოვა. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, აღნიშნულს ურთერთშელაპარაკება მოჰყვა.

„რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლისთავზე ქართულ რესტორან „მაჭახელა-სამიკიტნოში“, „თავისუფლების მოედანზე“ ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსფარანტი. მიზეზი შემდეგი: „მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი “პატრიოტი” შემოვიდეს”… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს, რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ, მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი, გაცილებით მეტი პროცენტით, ვიდრე ტერიტორიები…პრობლემა ჩვენშია, ძალიან დიდი.

p.s პროფესიული რჩევაც მივეცით რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი, ვიდრე რამდენიმე “პატრიოტი” რუსი სტუმრის წყენინება“, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები