“მაჭახელა” ბოდიშს იხდის და თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს

„მაჭახელას“ ადმინისტრაცია ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბოდიშს იხდის და შელაპარაკებაში ჩართულ თანამშრომლებთან ხელშეკრულებას წყვეტს.

“პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონსტრირებისთვის. სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე, ძნელია, პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე”,- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი „თავისუფლების მოედანზე“ მდებარე “მაჭახელა- სამიკიტნოში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, რესტორნის წარმომადგენლებმა რამდენიმე მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ რესტორანში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ მივიდა, ვლადიმერ პუტინის ფოტოს მაგიდიდან აღება მოსთხოვეს. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, აღნიშნულს ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები