რა ემართება მამაკაცს, როცა არ სურს გაზრდა – ჯორდან პეტერსონი

ეს პიტერ პენის ამბავია. პიტერ პენი ჯადოსნური ბიჭია. პენი ყველაფრის ღმერთია. შემთხვევით არ აქვს ეს სახელი შერჩეული. პიტერი ბიჭია, რომელიც არ იზრდება. ჯადოსნურია, რადგან ბავშვები ჯადოსნურები არიან. ისინი შეიძლება ყველაფერი გახდნენ. ბავშვი პოტენციალია მხოლოდ. პიტერს ამის დათმობა არ უნდა.

რატომ? მას ჰყავს ზრდასრულებიც ირგვლივ, თუმცა მთავარი ზრდასრული კაპიტანი ჰუკია. ვინ ჯანდაბას მოუნდება გაიზარდოს, რომ კაპიტანი ჰუკი გახდეს? გაქვს კაუჭი, ხარ ტირანი და აკიდებული გყავს ქაოსის დრაკონი მუცელში საათით – ნიანგი. მას შენი რაღაც ნაწილი უკვე აქვს მითვისებული. დიახ, ეს ხდება, როცა ასაკი გემატება. დრომ უკვე წაიღო შენი ნაწილი, იცის შენი გემო და ნელ-ნელა შეგჭამს. ჰუკი ისეთი ტრავმირებულია ამით, რომ ტირანობის გარდა არაფერი დარჩენია.

პიტერი უყურებს ამ ტრამვირებულ ჰუკს და ამბობს: არა, მე ჩემს ბავშვობას ვერ გავწირავ ამისთვის და საბოლოოდ ხდება დაკარგული ბავშვების მეფე. ნევარლენდში.

ნევარლენდი არ არსებობს. ვის სურს იყოს არარსებული ქვეყნისა და დაკარგული ბავშვების მეფე?

და გარდა ამისა, ის ამას სწირავს ქალთან რეალური ურთიერთობის შესაძლებლობას, რადგან ეს ვენდია, კონსერვატული, საშუალო კლასის ლონდონელი გოგო. მას სურს გაზრდა, შვილების ყოლა, ცხოვრება. ის იღებს საკუთარ მოკვდავობას, იღებს მოწიფულობაში შესვლას, პიტერი კი თავს ტინკერბელთან ირთობს. ის არც კი არსებობს. ის თითქოს პორნოს ფერიაა. გამოგონილია. რეალურის სუროგატი.

ეს დიქოტომია ძალიან მატყუარაა, იმიტომ რომ ზრდასრულობაში არის მსხვერპლის შეწირვის ელემენტი. შენ უნდა გაწირო ბავშვობის პოტენციალის მრავლობითობა ჩარჩოს ენერგიისთვის.

ჩნდება კითხვა – რატომ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ რომც არ გააკეთო ეს, თავისთავად დაგემართება. ან შენით ირჩევ ამ დასაზღვრულობას, ან საშუალებას აძლევ გაუგებრობაში გატაროს 30 წლამდე, ან კიდევ უარესი 40 წლამდე და ეს არც ისე ბედნიერი დღე იქნება. შევხვედრივარ ასეთებს. უფრო და უფრო ხშირი ხდება ეს ჩვენს კულტურაში. ადამიანებს შეუძლიათ გადადონ ზრდასრულობაში შესვლა მყისიერი დასჯის გარეშე, თუმცა ეს ჯარიმა ნელ-ნელა იზრდება, იზრდება და როდესაც ცხვირში გხვდება, ძალიან მაგრად გხვდება. იმიტომ რომ როცა 25 წლის ხარ, შეიძლება იდიოტი იყო, არ გქონდეს სამსახური.. 25 წლის ასაკში არაუშავს. გამოცდილება არ გაქვს, ცოდნა არ გაქვს. დიახ, დიახ.. ახალგაზრდა ხარ. პერსპექტიული. ენერგიით სავსე.

მაგრამ ახლა წარმოიდგინე, ასეთივე ხარ 30-ის. ხალხი ვეღარ იქნება მოხიბლული შენი პოტენციალით. გეკითხებიან რას აკეთებდი უკანასკნელი 10 წელი? არაფერს, ისეთივე უცოდინარი ვარ, როგორც 22 წლისა ვიყავი. მაგრამ შენ ხომ 22 წლის არ ხარ? შენ ბებერი ჩვილი ხარ. და ეს სიმახინჯეა. მოხუცი ინფანტი. ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც შენ ირჩევ იმ წყეულ მსხვერპლს. მსხვერპლის გაღება შეუქცევადია. ერთადერთი რაც შეგიძლია, შეგიძლია შენით აირჩიო.

თუმცა არის კიდევ ამაზე უფრო რთული საკითხიც, იყო ბავშვი ნიშნავს, იყო მხოლოდ პოტენციალი, შეგიძლია იყო ყველაფერი, მაგრამ არ ხარ რამე. ასე რომ, მიდიხარ და შეგირდობას იწყებ, რომ რაღაცა მაინც გახდე და როცა ეს რაღაცა ხდები, სამყარო ისევ გეხსნება ახალი შესაძლებლობებისთვის. მაგ. თუ კარგი სანტექნიკოსი ხარ, მერე შეგიძლია კარგი დამსაქმებელი გახდე, ააწყო ბიზნესი, დაატრენინგო სხვები, გაუფართოვო ცხოვრება მათაც. შენ ხდები ბოძი შენი სოციუმის, შენი ოჯახი გაქვს.

როგორც კი იმ ვიწრო ტრენინგის პერიოდს გაივლი, რომელიც გავიწროვებს, გკრავს და ამავე დროს გავითარებს, გამოდიხარ მეორე ბოლოში, სადაც კიდევ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა ჩნდება.

იუნგი ფიქრობდა, რომ ცხოვრების მეორე ნახევარში განვითარების სწორი გზა იმ ბავშვის ხელახლა აღმოჩენაა, რომელიც დატოვე სადღაც მაშინ, როდესაც შეგირდობას მიჰყავი ხელი. ამ გზით შენ უკვე ხარ ვიღაც და ამავე დროს შეგიძლია იმ პოტენციალის დაბრუნება, რომელიც გქონდა. ძალიან ჭკვიანურია. ძალიან დიდი სიბრძნეა ამაში. ასე რომ, მსხვერპლი საჭიროა. შენ უნდა აირჩიო ეს შენი წყეული მსხვერპლი, იმიტომ რომ მსხვერპლის გაღება მაინც მოგიწევს და სჯობს შენი არჩევანი იყოს.

ჯორდან პეტერსონი
წყარო: https://www.mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები