რა ელის “ფეისბუქს” 2019 წელს

ამ წელს კომპანია “ფეისბუქი” მხოლოდ ბოდიშებით ვერ შემოიფარგლება, მას მოუწევს გარკვეულ საკითხებზე პასუხისგება. სავარაუდოდ, მისი საქმიანობის რეგულაცია რეალურია. რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი და როგორ აისახება ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ სოციალური ქსელის მომხმარებელზე. BBC-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა ამ საკითხს და იმის შესახებ წერს თუ რა ელის “ფეისბუქს” მიმდინარე წელს.
-კომპანიას დიდი ჯარიმები ელის. მონაცემთა დაცვის ირლანდიური კომისიის თქმით, დარღვევების გამო “ფეისბუქის” საქმიანობის გამოძიება იწყება. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა ზომებს იღებდა “ფეისბუქი” მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვისთვის. აღნიშნული გამოძიება კომპანია “ფეისბუქს” ძალიან დიდი თანხა დაუჯდება. ჯარიმამ შესაძლოა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.
-“ფეისბუქი”, შესაძლოა, 4 დამოუკიდებელ კომპანიად დაიშალოს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კომპანია “ფეისბუქი” ძალიან დიდი და ძლევამოსილი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ასევე ფეისბუქის საკუთრებაა WhatsApp-ი და Instagram-ი, მას რეალურად არ ჰყავს კონკურენტი. როგორც ჟურნალი “ნიუ სთეისმენი” წერს, “ფეისბუქი”, სავარაუდოდ, კომპანიის პატარა ფირმებად დაშლისთვის ემზადება. რეკომენდაციების თანახმად, კომპანია ოთხ დამოუკიდებელ ფირმად უნდა დაიშალოს: facebook, whatsapp, isntagram და facebook messenger.
-“ფეისბუქს” საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკოსი უხელმძღვანელებს. ბრიტანეტის პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკ კოლაგი უახლოეს მომავალში ფეისბუქის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნება. ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გახდა ცნობილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები