რატომ არის ცუდი იდეა ყოფილთან სექსი

დაშორდით და თავისი ნივთების წასაღებად შემოიარა, მიირთვით ყავა და მოულოდნელად საწოლში აღმოჩნდით. ნაცნობი სიტუაციაა? მოგვიანებით, ნანობთ, მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს – გადაწყვეტთ, დრო უკან დააბრუნოთ და ისევ ერთად დარჩეთ. ილუზიების ტყვედ რჩებით. ალბათ, თქვენი ერთობლივი ცხოვრებიდან სასიამოვნო მომენტებიც გახსენდებათ და, მით უმეტეს, თუკი სექსიც კარგი გქონდათ, არც ეს ფიქრები მოგასვენებთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო და სრულიად ტყუილად დაშორდით. მაგრამ სექსი (საუკეთესოც კი) – არ არის მიზეზი ძველი წყენის დასავიწყებლად და ყველაფრის ახლიდან დასაწყებად. ეს შეუძლებელია. ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალთ. ნუ მოიტყუებთ თავს, რომ ერთი სექსუალური აქტი რამეს შეცვლის მის ქცევაში და, ასე რომ იყოს, პრობლემებს უფრო ადრე გადაწყვეტდით. ემოციებზე უარის თქმას ვერ შეძლებთ „ეს, უბრალოდ, სექსია, მის მიმართ განცდები არ მექნება“, – გაიფიქრებთ, მაგრამ წააგებთ. თქვენს ყოფილთან ხომ გაცილებით მეტი გაკავშირებთ, ვიდრე, უბრალოდ, „ქიმია“. ერთად საუზმობდით, პერიოდულად, საწოლში ყავას მოგართმევდათ, როდესაც ავად იყავით, თქვენზე ზრუნავდა, გიწყობდათ სიურპირზებს… ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ წაშლით თქვენი „მყარი დისკიდან“. ხოლო როგორც კი ემოციები აგაფორიაქებთ, უსიამოვნებებიც არ დააყოვნებს. მარტივი არ ნიშნავს უკეთესს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ვეუბნებით ყოფილს სექსზე უარს – სიმარტივეა. ხშირად გვიჭირს ახალ ურთერთობებზე გადართვა, გარკვეულ პერიოდს მარტოობაში ვატარებთ, თუმცა, ლიბიდო არსად ქრება, ხოლო ყოფილი პარტნიორი – შესანიშნავი ვარიანტია „სასწრაფო დახმარების“ აღმოსაჩენად. მოცემულ შემთხვევაში სიმარტივე თქვენი მთავარი მტერია. უარს ამბობთ, სცადოთ რაღაც ახალი იმიტომ, რომ ნებისმიერი ახალი ურთიერთობა მაინც მოითხოვს გარკვეულ დროსა და ძალისხმევას: გაიპრანჭე, გაიცანი, იპოვე ისეთი, რომელიც მოგეწონება, რამდენიმე პაემანი… ამ დროს კი ყოფილი აქვეა, ანალოგიური პრობლემებით, რაც თქვენ გაქვთ. მაგრამ რაც უფრო ხშირად გაქვთ სექსი, მით უფრო მეტად გადადის ეს ჩვევაში. უსაფრთხოების წესები თუკი, მიუხედავად არგუმენტებისა, მაინც გიჭირთ, შეწყვიტოთ ყოფილზე ფიქრი, მიჰყევით წესებს, რათა საკუთარი ემოციების ხაფანგში არ აღმოჩნდეთ: არ დარჩეთ მასთან ღამით! და არც იმის უფლება მისცეთ, ღამე თქვენთან გაატაროს. ერთობლივი ძილი გულისხმობს სიახლოვეს, ჩახუტებას, საუბარს და, ალბათ, საუზმესაც. აქ კი მარტივად წამოეგებით ანკესზე საკუთარი სისუსტისა და ძველი სიმპატიების ხარჯზე. დარწმუნდით, რომ ორივემ ზუსტად იცით, რას აკეთებთ! დადეთ პირობები. ყველა ნიუანსი გულდასმით გაარკვიეთ. თუკი გჭირდებათ უბრალოდ კარგი სექსი და ისიც ფიქრობს, რომ ძველი ურთიერთობის დაბრუნების შანსი აქვს – არაფერი გამოგივათ. ნებისმიერი სექსის მთავარი წესია (არა მხოლოდ ყოფილთან) – იზრუნოთ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. შეიძლება გარისკოთ და ერთხელაც სცადოთ დროის უკან დაბრუნება საინტერესო და სახალისო გამოცდილებით, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები