“რას გვირჩევენ მეცნიერები სტრესის შესამცირებლად” – კვლევა, რომელმაც შედეგი გამოიღო

თუ თქვენ გიყვართ საყვარელი ცხოველების ვიდეოების ყურება და მიიჩნევთ, რომ ეს უკვე სიგიჟეში გადაგდით, სადარდებელია არაფერია, რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ბრიტანეთში ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა არაჩვეულებრივი კვლევა ჩაატარეს, რითაც მათ დაამტკიცეს, რომ საყვარელი ცხოველის ან ზოგადად ცხოველების ვიდეოს ყურება სტრესს ამცირებს და მეტიც – მას სრულიად ხსნის.

ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ სტუდენტები, რომლებიც გამოცდისთვის ემზადებოდნენ, ფაქტობრივად, იმავე დღეს, ასევე, უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი, რომელმაც აღიარა,, რომ სამსახურში განიცდის ძლიერ სტრესს, ახლა კი, კვოკების ვიდეოების ყურების შემდეგ (რომლებიც, სხვათა შორის, პლანეტის ყველაზე ბედნიერ ცხოველებად ითვლებიან), მათი სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაეცა.

კვოკა

ასე რომ, მონაწილეთა უმეტესობამ შფოთვა შეამცირა, დაახლოებით, 35%-ით, ზოგიერთში კი  – 50% -ით, გულისცემა  ნორმალიზდა ისევე, როგორც – არტერიული წნევა (მონაწილეებში ის გაიზარდა ტესტის წინ).

რადგან კვლევა ეფექტური აღმოჩნდა, ლიდსის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, გამოცდის დაწყებამდე ყველა სტუდენტს აჩვენოს საყვარელი ცხოველების ვიდეო. რა თქმა უნდა, თუ თავად სტუდენტებს აქვთ სურვილი, მაგრამ როგორ შეიძლება, უარი თქვა საყვარელ კვოკაზე? და ამ იდეის გათვალისწინება ნამდვილად ღირს, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ხშირად სტრესის დონე მაღლდება.

ეს გამოკვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სხეულისთვის დიდ სარგებელს მივიღებთ გარშემო სამყაროს შესწავლით, ბუნებით აღტაცებითა და ცხოველებთან ურთიერთობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები