“31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდი საკლასო ოთახში” – არჩილ თალაკვაძე პირველ მასწავლებელს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მასწავლებლების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს.

„მშობლებს მივყავართ სკოლაში და შემდეგ მასწავლებლებს მივყავართ მთელი ცხოვრება.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს პირველ მასწავლებელს, ქალბატონ ლიანა გარაყანიძეს! 31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდი საკლასო ოთახში. მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ!

მასწავლებლებო, პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები