პოლონელები მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს ხსნიან

2019 წლის ბოლომდე, ვარშავასთან ახლოს, მსოფლიოში ყველაზე ღრმა – 45 მეტრის სიღრმის აუზი აშენდება.
სიღრმის გარდა, ეს აუზი წყლის მოცულობითაც ყველაზე დიდი იქნება. მასში 8 ათასი კუბამეტრი წყალი დაეტევა – ეს 27-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სპორტკომპლექსის აუზში. ბუნებრივია, ამ აუზში მხოლოდ აკვალანგისტები ივარჯიშებენ.
არქიტექტორების თქმით, აუზი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე – გამოცდილი სპორტსმენებისთვის. დათვალიერების მსურველებისთვის კი სპეციალური წყალქვეშა გვირაბი შეიქმნება.
აკვალანგისტების ხილვა კონფერენციის, ან სავარჯიშო დარბაზებიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, სანახაობის მოყვარულებისთვის მოეწყობა სასტუმრო ოთახები ხედით.
სპორტული ობიექტი ქალაქ მშონუვში შენდება, დედაქალაქთან ახლოს და მისი სახელი იქნება “Deepspot“. გახსნისთანავე, ის ოფიციალურად გახდება მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი. შესაბამისად, იტალიაში მდებარე 40-მეტრიანი აუზი – „Deep Joy“ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
თუმცა, პირველობას პოლონური აუზი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, რადგან, 2020 წელს, ბრიტანულ ქალაქ კოლჩესტერში გაიხსნება „ლურჯი უფსკრული“, რომლის სიღრმე 50 მეტრია.

კომენტარები

სხვა სიახლეები