პედაგოგის დაკრძალვაზე ყვავილების მაგივრად ზურგჩანთები მიიტანეს-გულისამაჩუყებელი ფოტო

დაკრძალვის ცერემონიის უჩვეულო ფოტოსურათმა „ტვიტერის“ მილიონობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო. აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მცხოვრებმა ტედი უოდელმა, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფობისგან 58 წლის ასაკში დაიღუპა, მასწავლებლად 40 წელზე მეტი იმუშავა. მისი სიყვარული თავისი საქმის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე, მოსწავლეებზე ფიქრობდა. მისმა ნათესავმა ბრედმა კი, სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა. მან მომხმარებლებს აუხსნა, რომ ტედიმ სიკვდილის წინ ყველას სთხოვა, დასამშვიდობებელ ცერემონიაზე არა ყვავილები, არამედ ზურგჩანთები მოეტანათ, რომელშიც შეჭირვებულებისთვის სასკოლო ნივთები იქნებოდა ჩაწყობილი. მისი თხოვნა მისმა მეგობრებმა, ნაცნობებმა და სკოლის მოსწავლეებმა პირნათლად შეასრულეს და ასე მიაგეს პატივი ამ პედაგოგს.

კომენტარები

სხვა სიახლეები