ეგვიპტელმა კომენტატორმა, თავისი ნაკრების თამაშის დროს, ინფარქტი მიიღო

აბდულ რაჰიმ მოჰამედ ნეგმა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტის და საუდის არაბეთის თამაშის კომენტატორი იყო, ამ მატჩის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ეგვიპტური ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო. ამის შესახებ ეგვიპტური მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ნეგმას მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თამაში საუდის არაბეთის გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით–2:1 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი საუდის არაბეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის ბოლო წუთებში გაიტანა. შედეგად, ეგვიპტელები ჩემპიონატს გაეთიშნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები