ორქიდეას თვისებები და მისი მოვლის წესი

სანამ სახლს მოაწყობთ ორქიდათი, უნდა იცოდეთ, როგორი ტემპერატურა, სინათლე და ტენიანობა სჭირდება მას. ის იზრდება დაბურულ ტყეებში და ამიტომ სინათლე ნაკლები სჭირდება. იგი ტროპიკული და სუბტროპიკული ყვავილია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მცენარე ადვილად ეგუება სახლის პირობებს, მას სჭირდება ისეთი დასერილი ქოთანი, როგორშიც ნიადაგი მორწყვისას მაქსიმალურად გაიჟღინთება წყლით. აუცილებელია ორქიდეას ფოთლების დანამვაც, თუმცა წყლის წვეთები არ უნდა მოხვდეს ყვავილზე, რომ არ დარჩეს მასზე ლაქები. ორქიდეას აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება, იგი ასევე წმენდს ჰაერს და კლავს ბაქტერიებს. ორქიდეა კარგად მოქმედებს კანის დაავადებებსა და პანკრეასზე მკურნალობის დროს. რეკომენდირებულია ყვავილის ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას დადგმა, რადგანაც ორქიდეის ფოთლები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯამრთველობის რაიმე სახის ზიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები