ბრედლი კუპერი ირინა შეიკს ხვდება

ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი ბრედლი კუპერი და მოდელი ირინა შეიკი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს ერთად. მსახიობი და ტოპმოდელი ერთად სეირნობდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, იღიმოდნენ და აშკარად ბედნიერები ჩანდნენ. კუპერის და შეიკის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა. მაშინ ისინი ერთად ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში მიუზიკლ Finding Neverland–ზე ერთად მივიდნენ. ამის შემდეგ წყვილი Bloomberg & Vanity Fair-ის კოქტეილს ეწვია აშშ-ში საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში. შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი რამდენიმე წლის განმავლობაში ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები