ორიგინალური ხელის თხოვნა მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გულშემატკივარმა, პირველი ტურის მატჩში, საკუთარი გუნდის გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ, შეყვარებულს ხელი სთხოვა.

ფან-ზონაში, მოსკოვში, ფეხბურთის მოყვარულმა მექსიკელმა მუხლზე დაიჩოქა და შეყვარებულს ხელი სთხოვა, გოგონა კი დათანხმდა.

პირველი ტურის მატჩში, რომელიც მოსკოვში, “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდა, მექსიკის ნაკრებმა გერმანიის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები