ვინ არის 8 წლის მოდელი გოგო, რომელსაც ფეხები არა აქვს (ფოტოები)

როდესაც ამერიკელი ანჯელა ნილი ორსულად იყო, ექიმები ნაყოფის სქესის დადგენას ვერ ახერხებდნენ. ორსულობის ბოლომდე მან არ იცოდა ვინ ეყოლებოდა. იმავე ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ ბავშვი პათოლოგიით დაიბადებოდა, მაგრამ მომავალი დედა ამაში დაბრკოლებას ვერ ხედავდა. ის აღიარებდა, რომ ამ ინფორმაციის მოსმენა რთული იყო, მაგრამ ნეგატიური ფიქრების განდევნას ცდილობდა. მისთვის მთავარი იყო, რომ ბავშვი დაბადებულიყო, დანარჩენის გამოსწორება ან განკურნება, მისი აზრით, ყოველთვის შესაძლებელი იქნებოდა. ჩვილი დაგეგმილზე სამი კვირით ადრე გაჩნდა, რაც ანჯელასთვის ერთგვარი შვებაც კი გახდა. ლა მარია მშვენიერი ბავშვი იყო. თუმცა, მას ფეხები არ ჰქონდა.
დედას შეეშინდა, რომ ის თანამედროვე სამყაროში თავის გატანას ვერ შეძლებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ცდებოდა.
ახლა ლა მარია ვიდელი რვა წლის არის. ის ფეხების გარეშე ცხოვრობს და ამაზე არანაირ აქცენტს არ აკეთებს. გოგონა სიცოცხლით ტკბება, ისევე, როგორც სხვა ადამიანები. ახლახან მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, სადაც მთავარი მოდელის როლი ერგო. ამ მშვენიერ გოგოს ფოტოგრაფმა მისთვის შესაფერისი როლი -ამორძალების დედოფლის იმიჯი მოარგო.
რვა წლის ასაკში ის უკვე ბევრ რამეშია წარმატებული. მონაწილეობას იღებს მუსიკალურ კონკურსებში, ბევრს კითხულობს, კარგად სწავლობს და ფოტოგრაფებისთვისაც პოზირებს. მშობლები მისით ამაყობენ.
გადაადგილებისთვის ის ეტლს იყენებს, რომელსაც უკვე მიეჩვია. მისი დახმარებით შეუძლია მეგობრებთან ეზოში ჩასვლა და სკოლაში სიარული. იქ ბევრი მეგობარი ჰყავს. ის იმდენად უყვართ, რომ თუ კი გაკვეთილების გაცდენა უწევს, ყველას ენატრება.
როგორც ოჯახი ამბობს, ლა მარია ბედნიერი ადამიანია, აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს სრულყოფილ ადამიანს. მას ასევე ჰყავს ძმა, რომელიც მასთან ერთად ხშირად არის და თვალყურს ადევნებს, რომ ვინმემ არ აწყენინოს.
ფოტოგრაფები ლა მარიას უნარებით აღფრთოვანებულები არიან. ის გადასარევად ასრულებს მოდელის მოვალეობას და პროფესიონალური ქცევებით გამოირჩევა.

კომენტარები

სხვა სიახლეები