ნინი წიკლაური ტრავმატოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული (ვიდეო)

მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთმა მონაწილემ ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ტრავმა მიიღო. მომღერალი ტრავმატოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ცეკვავენ ვარსკვლევების“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“სასწრაფოდ!!! მეგობრებო, სამწუხაროდ ხვალინდელი მსვლელობა გადაიდო. პროექტის მონაწილემ, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ურთულესი ტრიუკის შესრულებისას მიიღო ტრავმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოზური კვლევები. შესაბამისად, პროექტის მონაწილეებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ნინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, შეძლებს თუ არა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ცეკვას, ამას ხვალ გავიგებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები