ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ლონდონში სახლი თვეში 21 000 დოლარად იქირავეს (ფოტო)

8 საძინებელი, შიდა და გარე აუზები, კინოთეატრი, სპა, სნუკერის სათამაშო ოთახი, ჩოგბურთის მოედანი, – ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ლონდონის გარეუბანში სახლი თვეში 21 000 დოლარად იქირავეს.
დასავლური მედიის ცნობით, გრანდიოზული აპარტამენტი, რომელიც ჯოლი-პიტის ვარსკვლავურმა წყვილმა იქირავა, ჯორჯ და ემელ ქლუნის 9 საძინებლიანი სახლიდან არც ისე შორს მდებარეობს.13059355_1172672406106329_1848982566_n
ცნობილია, რომ ბრედი ლონდონში 6 თვის განმავლობაში ახალ ფილმზე იმუშავებს, ანჯელინა კი ზაფხულში 6 შვილთან ერთად ექსკურსიების მოწყობას გეგმავს. ამას გარდა, ინგლისში ყოფნისას მსახიობი საზოგადო მოღვაწეს ამპლუაში პოლიტიკურ პროექტებზე იქნება კონცენტრირებული. უცხოური მედიის ცნობით, ვარსკვლავურ ოჯახს ძალიან უყვარს ლონდონში ყოფნა, ამიტომ „თუ შეძლებს, ანჯელინა შეეცდება, რომ ეს სახლი ლონდონში მათი მუდმივი გაჩერების ადგილი გახდეს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები