24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ისეთ საქმიანობას, რაც ზიანს მიაყენებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, ფინანსებს. კარგი დღეა ქალაქგარეთ მგზავრობისთვის.

კურო
მოაწესრიგეთ პირადი ნივთი და გათავისუფლდით უსარგებლოებისგან. დაუთმეთ დრო კულტურულ ღონისძიებებს. ახალ გასართობს აღმოაჩენთ და კარგადაც გაერთობით.

ტყუპი
ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. გამოიტანეთ სწორი დასკვნები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო გარდატეხა გელით. მარტოხელებს – სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი.

კირჩხიბი
ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, ვისაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხართ და მოიკითხეთ. საღამო კარგია რომანტიკული პაემნის მოსაწყობად, სტუმრების მისაღებად.

ლომი
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას მოიპოვებთ. ოჯახის წევრების სიურპრიზს გიმზადებენ. საღამო რომანტიკასა და ინტიმს დაუთმეთ.

ქალწული
კარგი დღეა საყიდლებისა და შვებულების დასაგეგმავად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. მარტოხელები სიყვარულს იპოვიან, შეყვარებულებს საინტერესო იდეას შესთავაზებენ.

სასწორი
ორიგინალური იდეების განხორციელების დღეა. გარშემო მყოფებსაც გააოცებთ და საკუთარ თავსაც. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
კარგი დღეა მოგზაურობისა და საყიდლებისთვის; მეგობრებთან შესახვედრად. საღამოს პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით.

მშვილდოსანი
არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას. ზოგიერთებს ავანტიურა, უჩვეულო ნაცნობობა ელის. დაოჯახებულებმა საღამო გაატარეთ შინ, შვილებთან ერთად.

თხის რქა

ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოჩენა. დაოჯახებულებს საოჯახო საქმეები გელით. მარტოხელებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ და თქვენთვის საინტერესო პიროვნება გაიცანით.

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მოეშვით ღრუბლებში ფრენას. საღამოს მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

თევზები
რომანტიკის, ნაცნობობის, ფლირტისა და პაემნის დღეა. იღბალი საბედოს შეგახვედრებთ. ზოგიერთს ვალს დაუბრუნებენ. ზოგიც ფულს მოიგებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები