ნიკოლას ქეიჯი სამსახიობო კარიერის დასასრულზე საუბრობს

ამერიკელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი შემოქმედებითი ამპლუის საბოლოოდ შეცვლას გეგმავს. მან განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერის დასრულებას აპირებს, რადგან სურს, მეტი ყურადღება დაუთმოს რეჟისორობას და ფილმების გადაღება დაიწყოს.
„ამ დროისთვის ფილმებში ვთამაშობ, მაგრამ მინდა რეჟისურაზე მოვახდინო აქცენტირება.“ ნიკოლას კეიჯს არ დაუკონკრეტებია თუ რა ჟანრში სურს მუშაობის გაგრძელება. ამ დროისთვის ის შვიდ პროექტშია დაკავებული. კეიჯს ამჯერად ორ ბოევიკში იღებენ და ასევე ის სუპერმენის შესახებ ფილმის გახმოვანებით არის დაკავებული.
ცოტა ხნის წინ ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ კეიჯი ფინანსური სირთულეების წინაშეა. უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მსახიობმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დაკარგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები