დედაზე გაბრაზებული 12 წლის ბიჭი კუნძულ ბალიზე გაიპარა (ფოტო)

12 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა, დედასთან ჩხუბის შემდეგ, მშობლებს საკრედიტო ბარათი მოპარა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრა. სკოლის მოსწავლემ, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ბალის უდიდეს ქალაქ დენპასარზე გასამგზავრებლად, ბილეთი იმ კომპანიისგან იყიდა, რომელიც მოზარდებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლებას აძლევს. მოგვიანებით ბიჭუნამ მშობლებს განუცხადა, რომ სკოლაში მიდის, მაგრამ სინამდვილეში აეროპორტში წავიდა. მან აეროპორტში რეგისტრაცია დამოუკიდებლად გაიარა და თვითმფრინავშიც ავიდა. დენპასარში მას სასტუმრო „All Seasons“-ში დაჯავშნილი ნომერი ელოდა, სადაც ის ასევე უპრობლემოდ დარეგისტრირდა. სასტუმროს პერსონალს ბიჭუნამ განუცხადა, რომ მოგვიანებით მას უფროსი და შემოუერთდებოდა.
მოგზაური ბიჭის დედამ მისი ოინის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა მას სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიჭმა გაკვეთილები გააცდინა. საბედნიეროდ კი პატარა გაბრაზებული და მოგზაური ბიჭის ისტორია კარგად დასრულდა. საბოლოოდ მისი დედა ბალიზე გამგზავრება და შვილის იქიდან წამოყვანა მოუწია. ქალის თქმით, მის შვილს არ უყვარს, როდესაც მას „არას“ ეუბნებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები