გრიგორი ლეფსს მიაჩნია, რომ ყველაზე მდიდარი რუსი მომღერალია

ქართული წარმოშობის მქონე რუსი მომღერალი გრიგორი ლეფსი აცხადებს, რომ ის რუსეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელია. ამის შესახებ მან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსულ გამოცემა „დნი.რუ“-ს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლად ითვლება, ლეფსმა კატეგორიული პასუხი გასცა: „რატომ ერთ-ერთი? მე ყველაზე მდიდარი ვარ!“
კრემლის სასახლეში გამართული კონცერტის დროს, კულისებში მიცემულ ინტერვიუში ლეფსმა ასევე ინგლისის მიერ პერსონა ნონ-გრატად მისი დასახელების შესახებ ისაუბრა. მართალია, ლეფსი ლონდონზე შესრულებული პოპულარული ჰიტის ავტორია, თუმცა, ნისლიან ალბიონზე მას უკვე აღარ უშვებენ-ის არასასურველი პერსონების სიაში მოხვდა. ლონდონზე საუბრის დროს, „დნი.რუ“-ს კორესპოდენტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ლეფსმა უცენზურო სიტყვები გამოიყენა-“Да и * с ним!”.

კომენტარები

სხვა სიახლეები