ნიკა მელია: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან (ვიდეო)

დეპუტატმა ნიკა მელიამ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად  მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირეს მხარი.
“რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მთელ ქვეყანას აქვს საშუალება, თვალი ადევნოს იმას, რაც ხდება. ამას სახელს არ დავარქმევ, რადგან ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. შემაშფოთებელი და თვალხილულია, რატომ კეთდება ეს ყველაფერი გაშმაგებულად. ეს არ კეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის – ის არ არის აქ მთავარი საკვანძო ფიგურა. პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი და მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები ხედავთ, რასაც აკეთებენ. აუცილებლად შევდივარ სესიაზე. ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაც: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები