ნახევრად შიშველი მამაკაცი თვითმფრინავის ფრთაზე ახტა (ვიდეო)

პოლიციამ 19 წლის ნახევრად შიშველი მამაკაცი დააკავა, რომელიც ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა. ამერიკული მედიის ცნობით, მამაკაცს ბრალად საზღვრების დარღვევა, შეუფერებელი ქცევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.
სამშაბათს, ახალგაზრდა მამაკაცი უცნობი მიზეზით შეიპარა თვითმფრინავების დაფრენის ზონაში, ახტა მოძრაობაში მყოფი თვითმფრინავის ფრთაზე და ილუმინატორებზე კაკუნი დაიწყო. მამაკაცს მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა, ხოლო ხელში დანარჩენი ტანსაცმელი ეკავა. ინციდენტი თვითმფრინავის მგზავრებმა გადაიღეს. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი წინ და უკან დადის და თავის თავს ელაპარაკება. როგორც ირკვევა, ლაინერის მგზავრები ავარიული გასასვლელის კარს არ აღებდნენ, რათა მამაკაცი შიგნით არ შესულიყო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები