ჯონი დეპის და ვანესა პარადის ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ჯონი დეპის და ვანესა პარადის ვაჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. ამის შესახებ პარიზში, ფილმის „დანა გულში“ პრემიერაზე გახდა ცნობილი. 45 წლის ფრანგი მსახიობი პრემიერას უნდა დასწრებოდა, თუმცა ბოლო მომენტში უარი თქვა. ფილმის რეჟისორმა იან გონსალესმა მისი არ ყოფნა განმარტა-„ სამწუხაროდ, ვანესა პარადი ვერ შემოგვიერთდება. მას პრემიერის გამოტოვება იმიტომ უწევს, რომ მის ვაჟს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.“
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა 16 წლის ჯეკი დედასთან ერთად, შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირეს. ჯონი დეპმა და ვანესა პარადიმ ერთად 14 წელი იცხოვრეს. მათ ორი შვილი-19 წლის ლილი-როუზი და 16 წლის ჯეკი ჰყავთ. როგორც დეპი ამბობს, ჯეკი თავშეკავებული და სანდო ადამიანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები