მაიკლ ჯექსონის მამა სიკვდილის წინ სევდიან ფოტოს აქვეყნებს

სევდიანი ფოტოსურათი გამოქვეყნდა მაიკლ ჯექსონის მამის „ტვიტერზე“. ფოტო ჯო ჯექსონმა მისი ლეგენდარული შვილის-პოპ-მუსიკის მეფის გარდაცვალების წლისთავამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ამ ფოტოზე ჯო ჯექსონი მზის ჩასვლის ფონზეა გადაღებული, სურათს კი, თან მისი სიტყვებიც ახლავს: „მე უფრო მეტი მზის ჩასვლა ვნახე, ვიდრე გამოვტოვე. მზე ამოდის, როდესაც დროა და მოგვწონს თუ არა, მაშინ ჩადის, როდესაც ამის დრო დგება…“
როგორც ცნობილია, ჯო ჯექსონს კუჭქვეშა ჯირკვლის მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. ის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მას შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდეს დარჩენილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები