„ნაცმოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.
იგი საარჩევნო უნაზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. თუმცა, ჯორბენაძემ ხმის მიცემა რამდენიმე ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა. მას პირადობის მოწმობა ახლობელმა მიუტანა.
ხულოში 54 საარჩევნო უბანი და 24123 ამომრჩეველია, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

სხვა სიახლეები