მსახიობი ხავიერ ბარდემი დღეს 47 წლის გახდა

„ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ბაფტას“ და „გოიას“ ჯილდოების მფლობელი ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი დღეს 47 წლის გახდა.
ის პირველი ესპანელია, რომელიც „ოსკარის“ ნომინანატი და გამარჯვებული გახდა.
ბარდემი 1969 წლის 1 მარტს კანარის კუნძულებზე დაიბადა. მოზრდილობის დროს ხავიერ ბარდემი ესპანეთის რაგბის ნაკრების წევრი იყო. ბარდემმა კარიერა მშობლიურ ესპანეთში დაიწყო. ორი ათეული როლის შესრულების შემდეგ ის საერთაშორისო დონეზე ცნობილი გახდა ჯულიან შნაბელის ფილმით „სანამ დაღამდება“, სადაც შეასრულა კუბელი ჰომოსექსუალი მწერლის, რეინალდო არ116064ენას როლი. ამ როლისთვის მან, პირველმა ესპანელთაგან, დაიმსახურა „ოსკარის“ ნომინაცია, აგრეთვე მიიღო ვოლპის თასი.
2002 წელს მან მიიღო შეთავაზება ვიტვერის როლზე, სტივენ სპილბერგის ფილმში „განსაკუთრებული აზრი“. ეს იყო როლი აგენტისა, რომელიც პოლიციელის, ანდერტონის (ტომ კრუზი) დაჭერას ცდილობდა. ბარდემმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ტომ კრუზის დევნას და როლი კოლინ ფარელს დაუთმო.
2004 წელს ბარდემმა მეორედ მიიღო ვოლპის თასი ფილმში „შინაგანი ზღვა“ შესრულებული როლისთვის. აქ იგი ასახიერებდა ტეტრაფლეგიით დაავადებულ რამონ სამპედროს. 2006 წელს მან ითამაშა მილოშ ფორმანის ფილმში „გოიას ლანდები“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი. აგრეთვე შეასრულა ფლორენტინო არისას როლი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის ეკრანიზაციაში.
დედამისი ცნობილი ესპანელი მსახიობი პილარ ბარდემია. ბაბუამისი Rafael Bardem მსახიობი იყო. ბიძა – Juan Antonio Bardem რეჟისორი და სცენარისტია. ბარდემის და-ძმა: კარლოსი და მონიკაც მსახიობები არიან.
ბარდემი ესპანელი ვარსკვლავის პენელოპა კრუზის მეუღლეა. ისინი ერთმანეთს 2007 წლიდან ხვდებოდნენ, 2010 წელს კი დაქორწინდნენ და ორი შვილი შეეძინათ. ხავიერმა და პენელოპამ ერთად ითამაშეს სამ ფილმში: Jamón, jamón(1992), Live Flesh(1997), და Vicky Cristina Barcelona (2008). რომელმაც საბოლოოდ დააახლოვა ისინი ერთმანეთს. ბარდემი სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“. ფილმებისთვის: Before Night Falls(2000), No Country for Old Men(2007) – გაიმარჯვა, Biutiful (2010).

კომენტარები

სხვა სიახლეები