კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, 29 თებერვალი – 6 მარტი

გაზაფხულის პირველი კვირა საკმაოდ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის საქმეები მიიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. მზე ამ მომენტში თევზების ზოდიაქოს გადის, რაც თავის მხრივ ხელს გვიწყობს, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, გავერკვეთ პრობლემებში, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის ქვეცნობიერიდან მოდის და ამ პრობლემების კორექციის გზებიც ვიპოვოთ, რაც თავისთავად ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც იქონიებს ასახვას.
პრობლემების ჩვენეული ხედვა ყოველთვის არის რეალური გასაღები მათ მოსაგვარებლად ან გასართულებლად. თევზების ზოდიაქოს გავლენა კი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, საუკეთესო შანსებს გვაძლევს საკუთარი თავის ფსიქოლოგის როლი თავად მოვირგოთ და, როგორც ბარონი მიუნჰაუზენი იტყოდა, თავი თვითონვე ამოვათრიოთ ჭაობიდან.
დამდეგი კვირა არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში არსებული გაუგებრობების გასანეიტრალებლად იქნება კარგი, ის შანსებს მოგვცემს, სასიყვარულო ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემებიც არანაკლები ეფექტურობით მოვაგვაროთ და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი ისეთ კავშირებს, რომელსაც გულისტკენისა და იმედის გაცრუების მეტი არაფერი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.
ამ კვირის მანძილზე მაქსიმალურად მობილიზდით საიმისოდ, რომ დაიწყოთ ვალების მოცილება. იქნება ეს ფულადი თუ მორალური, ყველა სახის ვალისა და ვალდებულებისგან სცადოთ უნდა თავის გათავისუფლება.
კვირის შუა პერიოდი განსაკუთრებით ეფექტური იქნება სამკურნალო და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. ასე რომ, 4-5 მარტის შუალედში თამამად დაგეგმეთ ვიზიტი სტილისტთან, სტომატოლოგთან ან მასაჟის სალონში.
კვირის მეორე ნახევრიდან ძალების მობილიზება გმართებთ. მალე ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას ველით, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენაა წლის მანძილზე (თუმცაღა ამ მოვლენის შესახებ სტატიას უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ).
კვირის მიწურული ემოციურად მშვიდად, აგრესიის გარეშე გაატარეთ. მთვარის კლებადი ფაზა მოგცემთ საშუალებას, ყველა სახის დაგროვილ ნეგატივს და პრობლემას მოუძებნოთ ლოგიკური დასასრული. მთავარი კი მაინც თქვენი მონდომება და ძლიერი ნებაა, ეს ნუ დაგავიწყდებათ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები