მოცეკვავე მილიონერი სინამდილეში მილიონერი არ აღმოჩნდა?

იტალიელი ჯანლუკა ვაკი, რომელსაც ინსტაგრამზე 12 მილიონი მიმდევარი ჰყავს და რომელსაც საზოგადოება მილიონერად იცნობს, სინამდვილეში მილიონერი არ აღმოჩნდა – მას 10 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა.

ჯანლუკა ვაკიმ, რომელმაც, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში სოცილურ ქსელებში ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული პერსონა გახდა თავის ცეცხლოვანი ცეკვებით, მსოფლიო დაიპყრო. მას ხალხმა მოცეკვავე მილიონერი უწოდა. თუმცა, ბოლო დღეებში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი ჯანლუკა ვაკი მილიონერი არ არის.

როგორც აღმოჩნდა, მის საკუთრებაშ არსებული უძრავი ქონება, ჯანლუკა ვაკიმ კრედიტით შეიძინა და მისი ვალი 10 მილიონ ევროს შეადგენს, რისთვისაც მას ბანკმა სახლები და იახტები დაუყადაღა.  ვაკი ცეკვებისა და საღამოების გარდა არაფრით არის დაკავებული. ოდესღაც მას მემკვიდრეობით რამდენიმე დიდი ქარხანა გადაეცა, რომლებზეც მეთვალყურეობის დროს ხელმძღვანელებს ერთმანეთში კონფლიქტი შეექმნათ. მას შემდეგ ჯანლუკა ვაკი უმუშევარია.

სინამდვილეში მილიონერი აღმოჩნდა მისი ძმა, რომლის შესახებ პრესაში ინფორმაცია არ მოიპოვება. სწორედ ის უწყობს ხელს თავის ძმას უზრუნველად ცხოვრებაში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები