“მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კორონავირუსი” – ამირან გამყრელიძე შემთხვევათა მატებაზე

ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევა საქართველოში – რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. აღნიშნულს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეხმაურება:

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 7, 8 ,10 შემთხვევა. დღეს გახლავთ 24. პირდაპირ გეტყვით, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელი იყო შემთხვევათა რაოდენობის მატება, მაგრამ მთავარია, ეს მატება კონტროლირებადი და მართვადი იყოს. დღეს ქვეყანაში პროცესი სრულიად მართვადია. მაგრამ ხაზს ვუსვამ, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია, კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება გლობალურად. ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ვცხოვრობთ მასთან ერთად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები