მიხეილ სააკაშვილი “ევროვიზიაზე“ ნინა სუბლატის წარუმატებლობაში მთავრობას ადანაშაულებს

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ევროვიზია 2015“-ის ფინალს და ევროფესტივალში ქართველის კონკუსარტის ნინა სუბლატის მიერ მიღებულ ქულებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ნინა სუბლატის მიერ მოპოვებული ქულები ქვეყნის საერთო „გაბანძების“ და საერთაშორისო პოზიციების გაუარესების პირდაპირი შედეგია. “ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 51 ქულა – ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არც-ერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ამ გაუარესების ნეგატიური რეზულტატი კი თითოეულ მოქალაქეს შეეხო ორი დღის წინ რიგაში, როცა უარი გვითხრეს უვიზო მიმოსვლის მოცემაზე. ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ! -წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. “ევროვიზიის” 2015 წლის კონკურსი დასრულდა. 27 კონკურსანტიდან “ევროვიზიის” საუკეთესო კონკურსანტების ათეულში საქართველო ვერ მოხვდა. მან ევროფესტივალი მე-11 ადგილით დაასრულა. გამარჯვებული შვედი კონკურსანტი მანს ზელმერლოუ გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები