უცხოური მედია: ნინა სუბლატი ვენაში ნარკოტიკის მოხმარების გამო დააკავეს

 ევროვიზიის კონკურსანტი, ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ვენაში ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სის“ კლონირებულ საიტზე გაჩნდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავსტრიელ პოლიციელს ნინას ქცევა უცნაურად მოეჩვენა იმ დროს, როდესაც, მისგან ავტოგრაფის აღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცდილობდა. როდესაც, პოლიციელმა მისი შემოწმება სცადა, ნინას ტესტმა კოკაინზე დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო მის ჩანთაში დამატებით, ერთი უნცია კოკაინი აღმოაჩინეს. ედვარდ ბოლდმენი: „მე შოკში ვარ, რაც ჩემი მისამართით ცოტა ხნის წინ მოხდა. მე ყველაზე მეტად მომწონდა ქართველი კონკურსანტი და მთელი პროექტის განმავლობაში ვცდილობდი მისგან ავტოგრაფის აღებას. სამწუხაროდ მან ყვირილი დაიწყო და ცდილობდა ჩემთვის წყლის ბოთლი დაერტყა.“ „ნიუსის“ ტექსტი არ შეეფერება სიმართლეს. იგი ქართველ მომღერალს ევროპელმა ჰაკერებმა მიზანმიმართულად გაუვრცელეს.

წყარო:http://www.bbc.com.clonezone.link/eurovision-contestant-from-georgia-nina-sublatti-arrested-on-drug-charges

კომენტარები

სხვა სიახლეები