იაპონელმა თავისი მეუღლის ფერფლი სუპერმარკეტის უნიტაზში ჩარეცხა

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, იაპონიაში 68 წლის კაცმა აღიარა, რომ საკუთარი ცოლის ფერფლი ტოკიოს ერთ-ერთი მაღაზიის უნიტაზში ჩარეცხა. სადაც შემგომ ადამიანის ძვლის ნარჩენებს მიაგნეს.

იაპონელმა კაცმა პოლიციას ჩვენებაში განუცხადა, რომ ვერ იტანდა ცოლს, და როდესაც ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, გადაწყვიტა კრემაციის შემდეგ მოეშორებინა მისი ფერფლი.

ამჟამად სამართალდამცავები ფიქრობენ ბრალი წაუყენონ თუ არა მოქალაქეს. ქვეყნის კანონების თანახმად, ფერფლი მხოლოდ მკაცრად მითითებულ ადგილას უნდა იქნეს გაბნეული.

კომენტარები

სხვა სიახლეები