„მიკროავტობუსი რამდენიმე თვის ლეკვს დაეჯახა“ (ფოტოები)

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინ, ფონიჭალაში მოსახლეობას შევხვდით, უკან დაბრუნებისას შევესწარით უსიამოვნო ფაქტს, მიკროავტობუსი რამდენიმე თვის ლეკვს დაეჯახა. ცუგა საკრებულოში წამოვიყვანეთ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფი გამოვიძახეთ, ლეკვი გადავეცით.
დღეს დილით ვეტერინართან ძაღლის მდგომარეობა ვიკითხეთ, როგორც გაირკვა უკანა ფეხის მოტეხილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო Animals Monitoring Agency-ს რომ ზრუნავს ცხოველებზე. სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ თავშესაფარში დაიდებს ბინას, დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენი ”იღბლიანი“ მიიკედლოს ნებისმიერმა პირმა, ვისაც ცხოველები უყვარს და სახლში აქვს მისი მოვლის პირობები“,- ნათქვამია პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები