მარგველაშვილი ლუკაშენკოს საკუთარ ეზოში მოყვანილი იმ კარტოფილით გაუმასპინძლდა, რომლის თესლიც ლუკაშენკომ 2015 წელს მისცა

საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ სახელმწიფო ვახშამზე ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი მისი მოყვანილი ბელარუსული კარტოფილით გაუმასპინძლდა – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოფო ჯაჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ მარგველაშვილს თბილისში წინა ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში სათესლე კარტოფილი აჩუქა.
საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.
ბელურუსის პრეზიდენტი ალესანდრე ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები