მეცნიერებმა შექმნეს ჩიპი, რომელიც მყისიერად ადგენს ნარკომომხმარებელს

ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური ნანოჩიპი წარმოადგინეს, რომელსაც უსწრაფესად შეუძლია ნარკოტიკული ნივთიერების სისხლში აღმოჩენა. ეს გამოგონება უკვე წარუდგინეს აშშ-ში ექიმებს და პოლიციელებს.
ჩიპი ვერცხლისგან არის დამზადებული, რომელიც ოქროთია დაფარული. სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც ჩიპთან კონტაქტში შედიან, შუქის ზემოქმედების შედეგად, შეიძლება სწრაფად გაანალიზდეს, ხოლო შედეგები მკვლევარის კომპიუტერს მიეწოდება. მაგალითად, თუკი შეამოწმებთ ადამიანის სისხლს ან ნერწყვს, რომელმაც ახლახანს მოიხმარა ნაკორტიკი, მოწყობილობა ამას მაშინვე დაადგენს. ამისთვის არ არის საჭირო სისხლის ლაბორატორიაში მიტანა ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტესტების ჩატარება. მეცნიერები, რომლებმაც ეს ნანოჩიპი მოიგონეს, მას ალკოტესტერს ადარებენ, რომელსაც პოლიციელები გზებზე იყენებენ. უახლოეს მომავალში აღნიშნული ნანოჩიპის დატესტვა მოხდება, რის მერეც მისი გაყიდვაში ჩაშვება იგეგმება. ამ გამოგონების ერთ-ერთი პლუსი მისი თვითღირებულებაცაა-მხოლოდ 10 ცენტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები