კანში, ლარს ფონ ტრიერის ფილმის ჩვენება მაყურებლებმა დატოვეს

კანში გამართული ფილმის „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“ ჩვენებიდან, მაყურებლები წავიდნენ. ფილმის რეჟისორი სკანდალური დანიელი ლარს ფონ ტრიერია. ის წელს პირველად გამოჩნდა კანში, 2011 წელს ადოლფ ჰიტლერზე წარუმატებელი ხუმრობის და ფესტივალიდან გაძევების შემდეგ.
ჩვენებას არაერთი კინოკრიტიკოსი და კინომკვლევარი ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა-რამინ სეთუდეჰმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს- ასზე მეტი ადამიანი უბრალოდ გამოვიდა კინოჩვენებიდან, რომელშიც ქალებზე და ბავშვებზე ძალადობას აჩვენებდნენ. მაყურებლების უმრავლესობის გამოხმაურება რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა-„ეს იყო საზიზღრობა! ეს იყო გულისამრევი!“;


დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა კი აღნიშნეს, რომ მაყურებლებმა ჩვენების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნაჩვენები იყო სცენა, რომელშიც მთავარი გმირი მეტ დილონის შესრულების ორ პატარა ბავშვს სანადირო თოფიდან კლავს.
ფილმში „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, შევიდა სერიული მკვლელის ჯეკის და მის მიერ ხუთი ჩადენილი დანაშაულის ისტორია. ყოველ დანაშაულს მკვლელი ხელოვნების ნიმუშებად აფორმებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები