ინგლისში პრინც უილიამის და მეგან მარკლის „ტყუპისცალების“ კონკურსი გაიმართა

დიდ ბრიტანეთში კონკურსი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო ის წყვილი გამოევლინა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს პრინც უილიამის და მეგან მარკლის წყვილს. ბრიტანელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებული წყვილი უკვე გამოავლინა. კონკურსი ბრიტანელმა რაის უითოკმა და ესპანელმა ინმაკულადა სერანომ მოიგეს. მათ ბუკინგემის სასახლესთან ფოტოსესია გამართეს და ჯილდოც უკვე მიიღეს. ამ წყვილმა მთელი ევროპიდან შეკრებილი სამი ათასი მონაწილის დამარცხება შეძლო.
გამარჯვებულმა წყვილმა ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება არამარტო გარეგნული მსგავსებით, არამედ მანერებით და რომანტიულ ვახშამზე ქცევითაც მოახდინეს.
უძრავი ქონების დეველოპერი რაისი ამბობს, რომ მისი მეგობრები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ის ახალგაზრდა პრინცს ჰგავს, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსგავს კონკურსში გაიმარჯვებდა. მისი გამარჯვებული პარტნიორი მასწავლებელია. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალს ჰგავს და მას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ კონკურსში.
კონკურსი თვითმფრინავების კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო გამარჯვებულ წყვილს საჩუქრად ძვირადღირებული საგზური გადაეცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები