მეცნიერებმა სიმსივნის საწინააღმდეგო ძლიერი ვაქცინა აღმოაჩინეს

მალარიის წინააღმდეგ ვაქცინის ძიებამ შემთხვევით უნიკალურ აღმოჩენამდე მიიყვანა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერები. ისინი ფეხმძიმე ქალებზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტს ატარებდნენ, მაგრამ შედეგად მიიღეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გზა.

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარები იყენებდნენ მალარიულ პარაზიტს, რომელიც პლაცენტს ეკვრებოდა. ლაბორატორიის პირობებში შეიქმნა ცილა, რომელსაც მალარიული პარაზიტი იყენებს პლაცენტზე ჩასაჭიდებლად, შემდეგ კი მას ტოქსინი დაამატეს.

შემდეგად მიიღეს სიმსივნისთვის სასიკვდილო კომბინაცია. ტოქსინის დამატებამ ცილას სიმსივნურ უჯრედებთან მიზიდვა აიძულა. შესაბამისი შემადგენლობა უერთდებოდა სიმსივნეს, რის შემდეგაც ტოქსინი გამოიყოფოდა უჯრედის შიგნით და იწვევდა მათ სიკვდილს.
”ჩვენ ნახშირწყლების ფუნქციის შესწავლაზე გავამახვილეთ ყურადღება. პაციენტში ისინი სწრაფ ზრდას უწყობენ ხელს. ჩვენმა ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ იგივე ხდება სიმსივნურ უჯრედებთანაც. ჩვენ მალარიული პარაზიტი სიმსივნურ უჯრედებში ჩავასახლეთ და პარაზიტმა ისე იმოქმედა, თითქოს ისინიც პლაცენტები იყვნენ და მიემაგრა მათ”, – ყვება სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელი ალი სალანტი.

მიღებული ვაქცინა უკვე ათასობით სიმსივნურ წარმონაქმნზე დატესტეს. ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ მალარიული ცილა 90%-ზე მეტი სახეობის სიმსივნურ წარმონაქმნს უტევს.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა სიმსივნის შემცირება. ამასთან, ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა მოხდეს. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი მეთოდი არ მუშაობს ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები