საოცარი გზავნილი, რომელმაც მსოფლიო აატირა

ეს ამბავი იაპონიაში მოხდა, ერთ-ერთი დამანგრეველი მიწისძვრის დროს. როცა მაშველები მორიგი სახლის ნანგრევებთან მივიდნენ, რომელიღაც ნაპრალში ახალგაზრდა ქალის სხეული დაინახეს. უცნაური პოზით იწვა – მუხლებზე დამდგარიყო, როგორც მლოცველი ადამიანი, სხეული წინ ჰქონდა გადახრილი, ხელებიც რაღაცისთვის შემოევლო. ჩამონგრეულ სახლს მისთვის თავი და ზურგი დაეზიანებინა.
მაშველთა ჯგუფის ლიდერმა დიდი გაჭირვებით გაყო ხელი კედლის ნაპრალში ქალის სხეულისკენ. იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალი დახვდებოდა. თუმცა მისი გაყინული სხეული მეტყველებდა, რომ მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა.
ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად კაცმა სახლი დატოვა, რომ შემდეგი დანგრეული სახლები დაეთვალიერებინათ.მაგრამ როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, რაღაც ზებუნებრივი ძალა კვლავ ეძახდა დაღუპული ქალისკენ. ამჯერად თავადაც მულებზე დაეშვა, კვლავ გაყო ხელი ნაპრალში, რომ ქალის გარშემო ადგილი დაეთვალიერებინა. უცებ ჩამოქცეულ შენობაში მისი გამყინავი ხმა გაისმა: “ბავშვი! აქ ბავშვია!”

მაშველები მაშუნვე შეუდგნენ ნანგრევებისგან იქაურობის გასუფთავებას. ქალის სხეულის ქვეშ 3 თვის ბიჭუნა იწვა, ფერად საბანში გახვეული. როგორც ჩანდა, ქალს საკუთარი თავი გაეწირა შვილის გადასარჩენად. როცა სახლი დაინგრამ სხეულით გადაეფარა ბავშვს. ბიჭუნას ისევ მშვიდად ეძინა – მას არაფერი გაუგონია. დედამ საფრთხე მის ყურამდეც არ მიიტანა.
ჯგუფის უფროსმა ხელში აიყვანა და ექიმებს გადასცა. ექიმმა საბანი გახსნა, რომ ბავშვი გამოეკვლია. საბანში ბავშვის გვერდით მობილური ტელეფონი დახვდა. ეკრანზე ტექსტური გზავნილი იყო: “თუ გადარჩები, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ…”
ეს მობილური ტელეფონი ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველა, ვინც ამ გზავნილს კითხულობდა, ტიროდა…
“თუ გადარჩები, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ…” – ასეთია დედის სიყვარული!

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები