მეცნიერების აზრით, სელფი ღალატს და ოჯახების რღვევას იწვევს – როგორია ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევები

„რაც უფრო ხშირად უღებს ადამიანი ფოტოს საკუთარ თავს, მით უფრო მეტი კონფლიქტი აქვს წყვილს“, – ასეთი დასკვნა ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ გამოიტანეს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 500 -მა ადამიანმა მიიღო. მათი ასაკი კი 18 – 62 წლამდე იყო.
ექსპერიმენტის თანახმად, ყველა მათგანს უნდა შეექმნა გვერდი ინსტაგრამში და რეგულარულად განეთავსებინა თავიანთი სელფი. ექსპერიმენტების დასრულების შემდეგ მკვლევარებმა მათ სთხოვეს, საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ მოეყოლათ.
აღმოჩნდა, რომ სელფების ხშირად გამოქვეყნებამ მათ პარტნიორთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მკვლევარებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომელიც ხშირად აქვეყნებდა სელფს, უფრო ხშირად ჩხუბობდა მეორე ნახევართან. ყოველი ახალი სელფი დროსთან ერთად კონფლიქტის ახალი მიზეზი ხდებოდა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ასეთ „პოსტებს“ ხშირად წყვილები ღალატამდე და შემდგომ განქორწინებამდე მიჰყავს. სპეციალისტები ურჩევენ ოჯახებს, ურთიერთობების დასათბობად პირველ ეტაპზე მოუკლონ სელფების გადაღების სიხშირეს.
ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნებზე კომენტარი რუსმა ექიმებმაც გააკეთეს. რუსი მეცნიერების და მკვლევარების აზრით, ადამიანს, რომელიც დღეში 3 ან 3-ზე მეტ სელფს იღებს, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები